პროექტის სახელწოდება: ,,ადამიანის ეკოლოგიური ცნობიერება“
პროექტის მონაწილეები: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ბუნებისმეტყველების პედაგოგი ბელა თოდუა.
პროექტის აქტუალურობის დასაბუთება: 1. მოსწავლეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად ითვლება ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო. დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოსწავლეებში ასევე თემში.
2.ნაკლები ჩართულობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვას, მის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს გარშემო.
3.პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება სამოქალაქო ცნობიერება მოსწავლეებსა და თემში. იზრუნებენ გარემოზე, დაიცავენ მას დაბინძურებისა და საფთხეებისგან.
პროექტის მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
პროექტის ამოცანები: 1.ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურის გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება, თემში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
2.მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მისაღწევი შედეგი: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, პასუხისმგებლობის გრძნობა. იზრუნებენ გარემოზე, მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, აიმაღლებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას (ეროვნული სასავლო გეგმა. მუხლი 18. ზ.).
პროექტზე მუშაობის ვადები: 1.11 / 15.11 / 2019 წ.
სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, თემი (სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო.)
ამოცანების განხორციელების საჭირო აქტივობები: საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან, აქტიური მოსწავლეები. ეკოლოგიის საკითხებებზე მომუშავე სპეციალისტთან შეხვედრა, კონსულტაციები. ლიტერატურისა და ინტერნეტ მასალის მოძიება. სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება) . ფლაერების დამზადება, გავრცელება მოსწავლეებსა და თემში. დოკუმენტური ფილმების -მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეული (მიწის დაბინძურება ან მყარი ნარჩენების დაბინძურება); men; შავი ზღვა და მდინარეები - ჩვენება, დისკუსია საკვანძო საკითხებზე. სკოლის მახლობლად ტერიტორიის დასუფთავება მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით. პროექტის შეჯამება, შეფასება.


ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისას შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი ამინდი აღმოჩნდეს, ამიტომ აქტივობები თანმიმდევრულად არ შესრულდეს, რათა შევარჩიო თბილი და მზიანი დღე სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
1.თაბახის ფურცლები,კალმები.
2.მარკერები
3.კომპიუტერი
4.პროექტორი
5.ხელთათმანები
6.პარკები ნარჩენებისთვის
პროექტის რეფლექსია
პროექტის, ,,ადამიანის ეკოლოგიური ცნობიერება“, მიზანი იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნოებიერება გარემოზე ზრუნვის საკითხებში.
თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. მნიშვნელოვანია პატარებმა კარგად გააცნობიერონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა და იზრუნონ მასზე.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები, შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარები.
პროექტის იდეა გაჩნდა ბუნების გაკვეთილზე, როდესაც გავდიოდით თემას ,,ეკოლოგია და გარემოს დაცვა“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და გამართეს მსჯელობა რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, როგორ ხდება გარემოს დაბინძურება, როგორ ბინძურდება ჰაერი, წყალი, ნიადაგი. მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ გარემოს დასაცავად. ამ აქტივობის შემდეგ ისინი ძალიან უფრთხილდებიან საკლასო გარემოს და იცავენ სისუფთავეს. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნეს პლაკატები და გააკრეს საკლასო ოთახში, პოსტერები კი დერეფანში დაურიგეს თანასკოლელებს. ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ, თუ რატომ უნდა დაიცვან გარემო. მიღებული ცოდნის და გამოცდილების შეჯამების მიზნით ვაჩვენე ვიდეო რგოლები დოკუმენტური ფილმების -მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეული (მიწის დაბინძურება ან მყარი ნარჩენების დაბინძურება); men; შავი ზღვა და მდინარეები.
მინდა ავღნიშნო მოსწავლეთა აქტიურობა, როცა სკოლისთვის ოთახის ყვავილების ქოთნები მოიტანეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები, ისინი დიდი პასუხისმგებლობით უვლიან და უფრთხილდებიან ყვავილებს.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს არ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებს: რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისთვის? როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას? რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად? როგორ უნდა მოიქცნენ პრობლემის აღმოსაფხვრელად? მოსწავლეებმა გააკეთეს ანალიზი და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.
პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების. ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია, ამ მცირე დროში მოსწავლეებმა შეძლეს მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ საკუთას სკოლის და კლასის გარემოს.
ახალ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად ჩავრთავ მოსწავლეებს პროექტის გეგმის შემუშავებაში, რათა გავითვალისწინო მათი შეხედულებები და სურვილები აქტივობების შერჩევისას.












