სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა

პატარა ფიზიკოსები

                                                 პატარა ფიზიკოსები

სკოლა:    სკოლა-ლიცეუმი  ,,ცოდნა“
ჯგუფი:     VII-VIII-IX  კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. წრის მეცადინეობები ჩატარდება თვეში ორჯერ.
წრის ხელმძღვანელი - ბელა თოდუა
წრის მიზნები:
·         გაუჩნდეს ინტერესი ფიზიკური პროცესების შესწავლის მიმართ;
·         შეეძლოს სამყაროში მიმდინარე მოვლენებში ფიზიკის კანონზომიერებების დანახვა და მიღებული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა;
·         შეეძლოს გარემოში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ურთიერთდაკავშირება;


გაკვეთილებზე მოსწავლეები ხშირად სვამენ „რატომ“ კითხვებს. წრის მეცადინეობები  ისე უნდა წარმართოს, რომ ამ კითხვების დიდი ნაწილი შეიცვალოს ,,როგორ“ კითხვებით. ,,როგორ“ კითხვები ბევრად უფრო ამძაფრებს კვლევის წინაპირობას, ვიდრე ,,რატომ“ კითხვები. გაკვეთილის დაწყებისთანავე მასწავლებელმა მოსწავლეებში უნდა აღძრას ინტერესი საკითხისა თუ თემის ირგვლივ, გაზარდოს მოტივაცია. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ მოსწავლეებს დამატებითი კითხვები, თუ „როგორ“ და „რატომ“ წარმოიშვა ესა თუ ის ფენომენი.  საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტანდარტის მოთხოვნების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლე ჩართული იყოს კვლევა-ძიების პროცესებში და ჰქონდეს უწყვეტი პრაქტიკა.
კვლევაში ჩართულმა მოსწავლეებმა და მასწავლებელმა უნდა დასვან შემდეგი კითხვები: 
·         რა ხდება, რა მოვლენა ან პროცესი მიმდინარეობს?
·         მოვლენის/პროცესის რა მახასიათებლები გვაქვს?
·         რომელი მახასიათებლები არ გვჭირდება?
·         რა სახის ცვლადები გვაქვს?
·         პასუხობს თუ არა მიღებული მონაცემები კვლევის მიზანს?
·         რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ მონაცემებს?
·         რით სჯობს ერთი რომელიმე ახსნა დანარჩენებს?
მიზნების გათვალისწინებით, სწავლების დროს შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგის სახის პრაქტიკული სამუშაოები:
1.      სადემონსტრაციო ცდა პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია კონკრეტული მეცნიერული მოვლენის ილუსტრირება;
2.      გასავარჯიშებელი პრაქტიკული სამუშაოები – სავარჯიშოები, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, ხელსაწყოების მოხმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება;
3.      კვლევა-ძიებითი პრაქტიკული სამუშაოები - მათი მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ კვლევა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ კვლევის ციკლის ეტაპებს. გამოიყენონ გასავარჯიშებელი პრაქტიკული სამუშაოების დროს მიღებული ცოდნა და უნარები.
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პრაქტიკული სამუშაოები გულისხმობს ისეთ აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს რეალური ობიექტებით მანიპულირების გზით უწევთ პრობლემის გადაჭრა - პრაქტიკული გამოსავლის მოძებნა.






საწრეო მუშაობის პროგრამა
                   2018-2019 სასწავლო წლის  II-სემესტრი
N
განსახილველი    თემები 
საათების რაოდენობა
თარიღი
1.
ძალა. შესაბამისი მაგალითების განხილვა, ამოცანების ამოხსნა
2სთ
23.01/6.02
2.
სითბური მოვლენები. შესაბამისი მარტივი ცდების გადედმვა/ განხორციელება
2სთ
20.02/6.03
3.
მექანიკური მოვლენები.
შესაბამისი მაგალითების განხილვა, ამოცანების ამოხსნა
2სთ
20.03/3.04
4.

რეალური ექსპერიმენტებით დატვირთული გასვლითი გაკვეთილი ფიზიკის დეპარტამენტში.  გაკვეთილი პროფესორ დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელოვით

1სთ
17.04
5.
გაკვეთილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში  - გაკვეთილს ხელმძღვანელობდა ნუგზარ მოსულიშვილი
1სთ
1.05
6.






 მასტერკლასი ნაწილაკთა ფიზიკაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა
1სთ
8.05
















































იხილეთ ბმულები:






სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა