1. პროქტის სახელწოდება _საინფორმაციო ტექნოლოგიური მოწყობილობებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძირითადი საკითხები 2. პროექტის მონაწილეები (სკოლა, კლასი, მოსწავლეები)-ქ. თბილისის, სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას მე-9 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები 3. პროექტის მიზანი ---საინფორმაციო ტექნოლოგიური მოწყობილებებიდან მომდინარე რისკების პრევენციისათვის საჭირო ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა და განვითარება მე-9 კლასის მოსწავლეებში 4. პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი -17 ნოემბერი-დასასრული -24 ნოემბერი 5. განსახორციელებელი ამოცანები/აქტივობები ( დასახელება და მოკლე აღწერა) 5.1. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიური აპარატურული დონის უსაფრთხოების საკითხების და დაცვის მექანიზმების გაცნობა (17-20 ნოემბერი) აღწერა: მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მიცემული დავალებები წინასადუსკუსიო თემაზე ინფორმაციის მოსაგროვებლად. ამ დავალებების მიხედვით მოემზადებიან და ჩაატარებენ დისკუსიას. თემა: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცუდი ზრახვების მქონე ადამიანების მიერ მათ საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან სოციალურ ქსელთან არასანქცირებულმა წვდომამ და როგორ აღვკვეთოთ ეს პროცესი? მასწავლებელი იქნება დისკუსიის ფასილიტატორი. მოსწავლეები პირადი ან მათთვის ნაცნობი ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელებენ სადისკუსიო თემაზე. მოიყვანენ მაგალითებს ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. მსჯელობის შემდეგ გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. დისკუსიის შემდეგ აპარატურულ დონეზე რისკების პრევენციისათვის შეისწავლიან და განახორციელებენ სოციალური ქსელის დაბლოკვას რიცხვითი კოდით, პაროლით ან ანაბეჭდით. 5.2. მოსწავლეების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების სოციალური ქსელის აპლიკაციებიდან მომდინარე რისკების და ამ რისკებისგან თავის დაცვის მექანიზმების გაცნობა (21-23 ნოემბერი) აღწერა: გაიმართება დებატები სოკრატული მეთოდის გამოყენებით. დებატებისთვის მოსწავლეები წინასწარ არიან მომზადებულები, მათ ამისათვის დავალებები ჰქონდათ მიცემული და უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია სადებატო თემასთან დაკავშირებით. სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ თხოვს აზროვნებას, რათა თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. მთავარი პრობლემური კითხვა რომელსაც მოსწავლეები დებატების დასკვნით ნაწილში გასცემენ პასუხს იქნება: როგორ დავიცვათ თავი საინფორმაციო ტექნოლოგიების სოციალური ქსელებიდან მომდინარე რისკებისაგან? მანამდე კი მათ მოუწევთ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა რომელიც ასე ჩამოყალიბდა: 1) რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ლეგიტიმური და არალეგიტიმური აპლიკაციები? 2) რომელი მათგანია უფრო მეტი საფრთხის შემცველი და რა საფრთხეებია ესენი? 3) როდის შეიძლება ან როდის არ არის მიზანშეწონილი აპლიკაციის ან მის მიერ შემოთავაზებული სერვისების შესყიდვა და რატომ? 4) რატომ უნდა იყოს აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეთანხმებული მშობელთან? 5) საიდან უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაციები რათა მაქსიმალურად შემცირდეს რისკები? 6) რამდენად მნიშვნელოვანია აპლიკაციის შესაფასებლად მისი რეიტინგი და მომხმარებელთა გამოხმაურება? 7) ჰქონიათ თუ არა რაიმე სახის პრობლება? მსჯელობისას საკითხის უფრო ღრმად გასაანალიზებლად და გასაცნობიერებლად, მოსწავლების მიერ გამოყენებული იქნება მობილურები და უსადენო ინტერნეტი. ბოლოს მოსწავლეები პასუხს გასცემენ მთავრ კითხვას და გააკეთებენ შესაბამის დასკვნას. დებატების შემდეგ პროგრამულ დონეზე რისკების პრევენციისათვის შეისწავლიან და საჭიროებიდან გამომდინარე შეცვლიან მობილურების კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრებს. 5.3. პროექტის წარდგენა მასწავლებლების წინაშე. (24 ნოემბერი) აღწერა: პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები მასავლებლების წინაშე დემონსტრირებას გაუკეთებენ პროექტის მიმდინარეობისას შეძენილ ცოდნას და უნარჩვევებს. მასწავლებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მობილურ მოწყობილობებთან და სოციალურ ქსელთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე. შეხვედრაზე იმსჯელებენ მშობლების როლზე და პასუხისმგებლობებზე, შეთანხმდებიან მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული რისკების პრევენციულ ღონისძიებებში მშობელთა ჩართულობის ხარისხზე. პროექტი დამთავრდება დასკვნითი საქმიანი თამაშის სახით, სახელწოდებით: «მობილური ტელეფონებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სასამართლო პროცესი». მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გამოვიდნენ მობილური ტელეფონების, როგორც დამცველის ასევე, ბრალმდებლის პოზიციაზე. 6. მოსალოდნელი შედეგები მე-9 კლასის მოსწავლეები შეძლებენ: ა) მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების აპარატურულ დონეზე დაცვის უზრუნველყოფას ბ) მობილური აპლიკაციებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირებას და პრევენციას გ) მასწავლებელთან, თანაკლასელებთან და მშობლებთან ეფექტურ თანამშრომლობას მობილურ ტელეფონებთან და სოციალურ ქსელთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. 7. პროექტის შედეგების მდგრადობა. პროექტის დასრულების შემდეგ მე-9 კლასის 16 მოსწავლეს ეცოდინება: მობილურ მოწყობილობებთან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძირითადი საკითხები პროექტის დასულების შემდეგ მე-9 კლასის 16 მოსწავლე შეძლებს: მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და დაშვებული შეცდომების საკუთარი ძალებით გამოსწორებას 8. პასუხისმგებელი პირები (პასუხისმგებლობის გადანაწილება მონაწილეთა შორის) მასწავლებელი: ბელა თოდუა, პედაგოგი-პასუხისმგებელია პროექტის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, პროექტის თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის და ტექნიკური საკითხების შესახებ რჩევების მიწოდებაზე. პროექტის განხორციელების მონიტორინზე მოსწავლეები: მე-9 კლასის 16 მოსწავლე . პასუხისმგებელი არიან პროექტში აქტიურ ჩართულობაზე, მასწავლებელთან, მშობლებთან და თანაკლასელებთან თანამშრომლობაზე, აქტივობებისწინა დავალებების შესრულებაზე, მობილურ ტელეფონებთან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხების მოგვარებასა და პრევენციაზე. მშობლები: მობილურ ტელეფონებთან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ძირითადი საკითხების ცოდნაზე, შვილებთან აქტიურ თანამშროლობაზე და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. 9. პროექტის მონიტორინგი და შეფასების რუბრიკა პროექტის მმდინარეობისას მასწავლებელი არის ფასილიტატორი და აწარმოებს დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში ახდენს დროულ ჩარევას და განმავითარებელი კომენტარის მიცემას. პროექტის შეფასების ინდიკატორები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით და პროექტის მიმდინარეობის შეფასება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით:
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა

ტექნოლოგიები და მოსწავლეები

Subscribe to:
Posts (Atom)