სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა
პატარა მეცნიერები
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" ჩამოყალიბდა და აქტიური მუშაობა დაიწყო საბუნებისმეტყველო წრე: ,,პატარა მეცნიერები". წრეში გაწევრიანებულნი არიან V-VI კლასის მოსწავლეები. წრის ხელმძღვანელია ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ბელა თოდუა. წრის მუშაობის მიზანი:
ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს -
• მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას სწავლისადმი და მათი მოტივაციის ამაღლებას.
• მათი ცოდნის გაღრმავებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის მიხედვით.
• ამოიცნოს და აღწეროს მოვლენები ილუსტრაციაზე და რეალობაში.
• დაგეგმოს, ჩაატაროს და გაანალიზოს მარტივი ექსპერიმენტები.
• წარმოადგენს შედეგებსა და დასკვნებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით.